- სენაკში, სილოვან შამათავას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხზე არსებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 197 724 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც შპს “მენათი” ახორციელებს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.