სოციალური პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერია, 9 მოქალაქეს დაეხმარება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, ნანა ზარანდია უძღვებოდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია, 9 მოქალაქეს დაეხმარება.

“პროგრამა, მიმდინარე წელს დაინერგა და მისი მიზანია – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 65 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებით უზრუნველყოფა.

სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის საფუძველზე, პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეთა განცხადებების მიღება წარმოებდა მიმდინარე წლის 1 მაისამდე.

კომისია, შემოსული განცხადებების საფუძველზე, 21 მოქალაქის ოჯახის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

სხდომაზე ასევე განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების სრულ რეაბილიტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს და ერთ ოჯახზე გასაწევი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება იქნება არაუმეტეს 15 000 ლარი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.