- სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების: ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები.
ინფორმაციისთვის: ჟიული შარტავა და გენო ადამია 1993 წლის 27 სექტემბერს გმირულად დაიღუპნენ. სენაკში ასევე აღევლინა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.