- დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის -“HELLADOS – გაკვეთილი“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.
პრემიერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.