- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ჭავჭავაძისა და ჯიხას ქუჩებზე – სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ხაბაზეთსა” და ცენტრალურ კოლექტორზე, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, თავისი შენაკადებით; ღირებულებით – 506 000 ლარი;
ჯიხას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, გრძელდება დაზიანებული სანიაღვრე არხების რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, თავისი შენაკადებით; ღირებულებით – 279 980 ლარი.
სამუშაოებს შპს ,,კოლხიდა’’ ახორციელებს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.