- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ვეფხვია ვეფხვაძეს და ცენტრთან არსებული ანსამბლ „გოგალაის” წევრებს შეხვდნენ.
- ანსამბლს, მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისა და საგასტროლო ტურნეებზე მოპოვებული აღიარებისთვის, მადლობა გადაუხადეს, შემოქმედებითი განვითარება და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, “გოგალაიმ“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, კონცერტები ბალტიისპირეთის ქალაქებში გამართა.
ანსამბლი 2007 წელს შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე, “გოგალაი” მონაწილეობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფოლკლორულ ფესტივალში. ანსამბლი არაერთხელ წარდგა წარმატებით უცხოელი მსმენელის წინაშე.
ხელოვნების ცენტრთან არსებულ ანსამბლს ლალი გოგია ხელძღვანელობს. ,,გოგალაის” რეპერტუარში შედის მეგრული, აფხაზური, ლაზური, ქალაქური და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები.
ანსამბლი – ლალი გოგიას, ლანა შამათავას, ცირა ჯოლიას, გოჩა ჯგერენაიას და ბადრი ბუკიას შემადგენლობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე გეგმავს მასშტაბური საიუბილეო საღამოს გამართვას.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს