- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ტაეკვანდოს აზიის ჩემპიონატში (ICTF) გამარჯვებულ სპორტსმენებს, სენაკელ ჩემპიონებს და მათ მწვრთნელს, საქართველოს ტაეკვანდოს ICTF ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ჯოლოგუას შეხვდნენ, მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში, ქალაქ ტაშკენტში, გაიმართა აზიის ჩემპიონატი ტაეკვანდოში (ICTF), რომელშიც საქართველოს სახელით, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, სამმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და სამივემ წარმატებულად იასპარეზა – პირველი ადგილი მოიპოვეს.
ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ: ლუკა სიჭინავა, იოანე გოგოლიშვილი და ნიკოლოზ გაბედავა.