- დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ, მოპოვბული წარმატება მიულოცეს და ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადასცეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა, 70%-იანი – 11-მა კურსდამთავრებულმა, 50%-იანი კი – 38-მა ახალგაზრდამ.
2024 წელს, სტუდენტის სტატუსი 275-მა სენაკელმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა.