- სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მშვიდობისა და განვითარების აკადემიის პროექტის “ჩართულობითი და მხარდამჭერი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სენაკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და ახალგაზრდული საბჭოს შექმნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების კომპეტენციების გაძლიერებას, მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით და ახალგაზრდების მომზადებას აქტიური მოქალაქეობის, ადვოკატირებისა და პროექტის ციკლის მართვის მიმართულებით.
შეხევდრას ფასილიტაციას უწევდა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ექსპერტი ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში, რატი ჭეიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტები – ნანა საჯაია, ახალგაზრდული მუშაკი, გვანცა მალანია.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG) დირექტორმა, დიმა ქარჩავამ, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა.