- 12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული – “ეგრისობა” გაიმართება.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 11:00 საათი – სენაკელი მხატვრების, ჰაიკო და ჰაინარ გახარიების პერსონალური გამოფენა – სენაკის სამხატვრო გალერეა;
15:00 – 17:00 საათი – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი:
ქართული გასტრონომია – ,,ისტორია თეფშზე’’;
ყველის, ღვინის, თაფლის დეგუსტაცია, მასტერკლასები;
ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
საჯარო სკოლების და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობით – შემოდგომის კუთხე, მეგრული სამზარეულო, დეგუსტაცია, გამოფენები;
ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით – საბავშვო სივრცე, ჩირების ნაირსახეობა, ნახატების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი;
მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კუთხე – ,,იმოგზაურე წარსულში ‘’, გიფერი, შემეცნებითი აქტივობები;
ქართული ჭიდაობა;
ვიდეო-რგოლი: ,,ერთად განვაახლოთ სენაკი” – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია.
17:00 საათი – სენაკის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
18:00 საათი – გალა კონცერტი: შვიდკაცა, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ალილო, ფორტე და დავით მაზანაშვილის ბენდი.