- 13 სენაკელ კურსდამთავრებულს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე 100 და 70%-იანი გრანტები მოიპოვეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად უმასპინძლა და ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი ნინო კირცხალიამ, მარიამ გოგიამ, ნიტა ვერულავამ, გიორგი ჩავლეიშვილმა, ნინო სალაყაიამ, სერგი თათარიშვილმა და ანი გოგიამ მოიპოვეს; 70%-იანი გრანტი კი – 13-მა კურსდამთავრებულმა.