სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. „ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება...
მენჯი-“ყავარჯნების სავანედ” წოდებული კურორტი
“მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში უწინ ასე მოიხსნიებდნენ – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე… სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. თუმცა მას ხალხმა სასწაულმოქმედი თვისებების გამო მეორე სახელიც შეარქვა – “ყავარჯნების სამარე”. კურორტის სამკურნალო...
იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი
სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი - ტაძარი აიგო 1999-2001 წლებში ფოთელი ეპისკოპოსის გრიგოლის ლოცვა-კურთხევით. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით, აქვს ორი კარიბჭე, რომლებიც თაღოვანია და მოჩუქურთმებული. ტაძრის გუმბათს ამშვენებს სპილენძისგან ჩამოსხმული 50 კგ. ჯვარი. ფოტო: ინტერნეტი
მესტამბე ძმები: კოწია, სიო და ასლან თავართქილაძეები
1898 წელს, სენაკში, ძმები თავართქილაძეების სტამბაში არაერთი წიგნი დაიბეჭდა, მათ შორის "ვეფხისტყაოსანი", ,,ბენიამენ [ბენჟამენ] ფრანკლინის ბიოგრაფია". კოწია თავართქილაძე ძმები თავართქილაძეების სტამბაში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსანის’’ერთ-ერთი ეგზემპლარი ინახებოდა ინგლისში, ოლივერ და მარჯორ უორდროპების ბიბლიოთეკაში. საქართველოში, სენაკი, ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც 1890 წელს სტამბა გაიხსნა.
ვასილ ბარნოვი და სენაკი
XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს სენაკის ცენტრში გაიხსნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი. როგორც მატიანე იუწყება, ცნობილი ქართველი მწერალი სენაკში სამი წელეი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმეს. ვასილ ბარნოვი დაიბადა 1856 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. დედა თავის დროისათვის საკმაოდ განსწავლული...
როგორ ლოცულობდა მამა ალექსი შუშანია
ლოცვა თავის ოთახში უყვარდა „ლოცვანის“ კითხვით. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, სკვნილის ჩაგდებით, ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანაგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს; გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში".-წერს მემატიანე მამა ალექსი შუშანიაზე. ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია)...