სენაკში “ეგრისობის” დღესასწაული გაიმართა

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. მოეწყო ეთნო კუთხეები, ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. სენაკში გამოავლინეს საპატიო მოქალქეებიც, ეგრისობა ქართული-ესტრადის ვარსკვლავების გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...

12 ნოემბერს, “ეგრისობა” გაიმართება

12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული - "ეგრისობა" გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 11:00 საათი - სენაკელი მხატვრების, ჰაიკო და ჰაინარ გახარიების პერსონალური გამოფენა - სენაკის სამხატვრო გალერეა; 15:00 - 17:00 საათი - პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი: ქართული გასტრონომია - ,,ისტორია თეფშზე’’; ყველის, ღვინის,...

სენაკში პროექტების განხორციელება დასრულების ეტაპზეა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით დაფინანსებული პროექტების განხორციელება, დასრულების ეტაპზეა." ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 68 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი პროექტები განხორციელდა: სოფელ ნოსირში - შემოიღობა საძოვარი და მოეწყო გარე განათების სისტემა; შუა ნოსირში - მოეწყო საბავშვო ბაღის ღობე; ასევე კეთილმოეწყო სოფლის ცენტრის...

სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...

სენაკში ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, გრძელდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. "დასრულებულ პროექტებს, ლეძაძამესა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ. ლეძაძამეს...

სენაკში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხობის, აბაშის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიზანს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა....

დღეიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში...