სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. "წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. განახლებული გზით მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს. პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...
სენაკმა ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი, ნახეს“ უმასპინძლა
სენაკმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე სპექტაკლის - ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორია, ჩვენი თანაქალაქელი, ახალგაზრდა წარმატებული ხელოვანი, გიორგი ჭანტურია; დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ნუგზარ ბუცხრიკიძე. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობებმა, ქართველი მაყურებლისთვის...