დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი საქართველოშია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. “სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული,...
სენაკის საბავშვო და ბაგა-ბაღისთვის, შეძენილ იქნა სხვადასხვა ინვენტარი
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღისთვის, შეძენილ იქნა: საბავშვო წიგნები, სათამაშოები, ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრები - საერთო ღირებულებით - 27 707 ლარი. მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად, საბავშვო და ბაგა-ბაღებს შეძენილი ნივთები და ტექნიკა გადასცა. სენაკის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის...
გახომელას უბანში მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, მინი სპორტული მოედნები, თეკლათში - გოლასკურის უბანსა და ნოქალაქევში - გახომელას უბანში ეწყობა. "დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის...
სენაკში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, სენაკში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება. 27 მარტს, 14:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, საზეიმოდ გაიხსნება. 28 მარტი, 13:00 საათი -...
მემორანდუმი გაფორმდა “ოკსიჯენსა” და თურქეთის წამყვან კლინიკას შორის
20 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში, უვადო მემორანდუმი გაფორმდა ქართულ-თურქული კლინიკა “ოკსიჯენსა” და თურქეთის წამყვან კლინიკას შორის. სტუმართა დელეგაციაში შედიოდნენ: თურქეთის წამყვანი კლინიკის გენერალური დირექტორი იასემინ თურანი, ქართულ-თურქული კლინიკის “ოკსიჯენის” დამფუძლებელი გოჩა მოსია, საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია, რომელიც ასევე პროექტის ხელმძღვანელია. შეხვედრაზე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახლო პარტნიორულ ურთიერთობას და...
ხვალიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...
სენაკში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, 21:00 საათიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარედ, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა. "შემოგვიერთდით, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. ერთად ვუქომაგოთ მნიშვნელოვან მატჩს"-აღნიშნულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სენაკელი ანასტასია ჯანაშია მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა
ანასტასია ჯანაშია "Youth for Georgia's Future-ის“ მიერ ორგანიზებული პროგრამის - "ლიდერი ახალგაზრდებისთვის, Hagamun-ის“ ფარგლებში, მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანასტასია, ახალგაზრდა ელჩის სტატუსით, ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გახლდათ. მისი ავტორობით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია, ჩართული იყო მოდელირებულ დებატებში და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.
სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სავარაუდო ღირებულებით - 6 მილიონ 901 099 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე: ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით - 2 387 724 ლარი; ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ე.წ ,,მეგობრობის'' ქუჩის რეაბილიტაცია...