“დაასუფთავე შენი ქალაქი”

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი კამპანიის ,,დაასუფთავე შენი ქალაქი’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა სადგური ,,სენაკის" სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული ლოკაციები. დასუფთავების აქციას, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობა მიმდინარეობს

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, 474 გრძ.მ-ზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 173 730 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ფოტო: სენაკის მერია

ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....