საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში, მდინარე რიონზე, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 988 888 ლარს შეადგენს.
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...
“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…”
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლი - “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ...” წარადგინა. სევდიან კომედიაში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მარინა კახიანი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან...