სენაკში “ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, მერიის მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტი "ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვნენ. მუსიკა, საგუნდო ხელოვნება, მხატვრობა, საგანმანათლებლო, შემეცნებითი...