სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით აღნიშნა მეორე ქვეითი ბრიგადის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და...