კვაუთში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველად, სოფელ კვაუთში, 2 602 კმ. გზაზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ხიდ-ბოგირი, მილხიდები, ახალი სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 288 949 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.