სენაკში რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალი იწყება

26 ივლისიდან, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, სტარტს, უკვე მეათედ, სენაკში აიღებს. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს". იხილეთ ფესტივალის სენაკური დღეების პროგრამა: 26 ივლისი - 19:00 საათი - ფესტივალი საზეიმოდ აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ...