გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...
ძლიერმა ქარმა სენაკში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა დააზიანა სენაკის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, წაქცეულია ხეები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდება ჩახერგილი გზები. "ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩართულები არიან ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების...
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის...
26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს გიორგი კალანდარიშვილმა და კრის ალანმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო...
საქართველოს ეროვნულ გმირებს პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებით...
სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სენაკში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის - "მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტული საკითხები წარმოადგინეს. კენჭისყრის შედეგად, მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების პროგრამის ფარგლებში - ქალაქად - დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა...
ქართულ – თურქული კლინიკა “ოკსიჯენი”
მულტიპროფილური კლინიკა “ოკსიჯენი” დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის პროფესორებით, რომლებიც მუშაობენ როგორც მარტივი და გავრცელებული, ასევე იშვიათი დაავადებების კუთხით. ლაბორატორია არის ISO სერტიფიკატის მფლობელი. კლინიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს თურქი ექიმ – ლაბორანტი მურად ოზჯანი. ექიმი მურადი უკვე 3 თვეა ადგილზე იმყოფება კლინიკა “ოკსიჯენში და მისი ზედამხედველობით დამონტაჟდა ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურა, რომელიც ასევე სიახლეა რეგიონში....
პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე სენაკელ ბექა ჯაიანს ბრალდება წარუდგინა,-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50...