კამერული მუსიკის საღამო გაიმართა

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, კამერული მუსიკის საღამო გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავსტრიის კამერულ ორკესტრ "არპეჯიონეს“ საქართველომ და სენაკმა პირველად უმასპინძლა. ღონისძიება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ორკესტრს ჩვენი თანამემამულე, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ირაკლი გოგიბედაშვილი ხელმძღვანელობს. ავსტრიის კამერულმა ორკესტრმა, ნურჰან არმანის დირიჟორობით,...

მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.