“ეს სიმღერაა საქართველოსი”

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მართვე" გამართავს სოლო კონცერტს - "ეს სიმღერაა საქართველოსი." დასწრება თავისუფალია.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია

ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების...

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...