საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მართვე" გამართავს სოლო კონცერტს - "ეს სიმღერაა საქართველოსი." დასწრება თავისუფალია.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების...
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...
სენაკში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მე-3 საბავშვო ბაღის პროექტის ღირებულება 4 073 214 ლარს შეადგენს. ძველი სენაკის, ლეძაძამეს, ფოცხოს საბავშვო ბაღების, ჯამური ღირებულება 3 800 000 ლარია. პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.
“განათლება – გზა ხსნისა”
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საღამო, ისტორიულ -დოკუმენტური სპექტაკლის -"განათლება - გზა ხსნისა" პრემიერით დაიწყო. სპექტაკლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა და ის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული...
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა...
17 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-ნათქვამია ინფორმაციაში.
სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელს, მამუკა კუჭავას მასწავლებლის ეროვნული პრემია გადასცეს
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული...
სენაკში მიმდინარეობს პროექტების განხორციელება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში მიმდინარეობს პროექტების განხორციელება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. უწყების ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება, რისთვისაც, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარია გამოყოფილი.
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...