საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. “საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის...

შეხვედრა გაიმართა 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ, მოპოვბული წარმატება მიულოცეს და ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადასცეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი...

კამერული მუსიკის საღამო გაიმართა

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, კამერული მუსიკის საღამო გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავსტრიის კამერულ ორკესტრ "არპეჯიონეს“ საქართველომ და სენაკმა პირველად უმასპინძლა. ღონისძიება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ორკესტრს ჩვენი თანამემამულე, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ირაკლი გოგიბედაშვილი ხელმძღვანელობს. ავსტრიის კამერულმა ორკესტრმა, ნურჰან არმანის დირიჟორობით,...

მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საჯაკობიოს უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დასრულლდა ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1200 გრძივ მეტრზე, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტი, ღირებულებით - 401 015 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია,...

სენაკში “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისი გაიხსნა

გუშინ, სენაკში, “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისი გაიხსნა.