საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.
სენაკში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, ოქტომბრის თვეში დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის’’ ჩატარების დეტალებზე და დაგეგმილ მრავალფეროვან, სანახაობრივად...
ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო...