სენაკში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ინიციატივითა და რესურსცენტრთან არსებული მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული ღონისძიება - "განათლების ელჩები“. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო...