სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ცენტრი, სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდებს, განახლებულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრი მზადაა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამის სტუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის თანამედროვე სტანდარტების სერვისების მიწოდებას.

22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...