გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...
25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა
საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკო-ს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების...
სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ცენტრი, სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდებს, განახლებულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრი მზადაა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამის სტუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის თანამედროვე სტანდარტების სერვისების მიწოდებას.
22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო...
კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა. "მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, არჩევნების შემდეგ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება,...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის...
22 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს ქეთრინ ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი...
თავდაცვის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამხედრო მოსამსახურეების დაფასებისა და მათზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ მოაწერეს. დღეიდან, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების...