“პალიტრა ხილით”

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლაში, მხატვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა სასწავლო აქტივობა თემაზე - "პალიტრა ხილით“. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, იტალიელი მხატვრის, ჯუზეპე არჩიმბოლდის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობის ფარგლებში, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.