ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...

დღეს ნინოობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,...

21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს....

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. “საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება. პროგრამაში...

18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ...

“ახალსენაკის თეატრალური ქრონიკები“

გამოვიდა ახალი წიგნი "ახალსენაკის თეატრალური ქრონიკები“, რომლის ავტორები არიან საზოგადოება "ჩვენი სენაკის“ წევრები იგორ კეკელია და ედიშერ ბაღათურია. წიგნი დეტალურად შეისწავლის სენაკის სახელოვანი თეატრის განვითარების ისტორიას დაარსებიდან გასაბჭოებამდე.

15-17 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, მთაში თოვლის სახით. „15 იანვარს  თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15...

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.