"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის" ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში - ძველ სენაკში, ნოქალაქევში, ლეძაძამეში, ფოცხოსა და უშაფათში, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, შერჩეულ იქნა შემდეგი პროექტები: ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სორტაში - მგზავრთა 2 მოსაცდელის...