სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი'' გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუდმივად გამოთქვამენ.