სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ტურისტული კლუბის - "მწვანე მოლაშქრეები“ წევრების მიერ - კლუბის ხელმძღვანელი - ნატალია წულაია, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია თემაზე - "შხეფის ციხე’’ და 2024 წელს განხორციელებული აქტივობების ანგარიში. კლუბის წევრებმა ისაუბრეს კლუბის დაარსებისა და განვითარების ისტორიაზე. მათ მიერვე შექმნილი ვიდეო-კოლაჟების სახით წარმოადგინეს ისტორიულ-კულტურული, რელიგიური...