სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით - საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სათემო ფორუმის ფარგლებში, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ...