- სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს და მათ მშობლებს შეხვდა და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
შეხვედრის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გასართობი ცენტრის ანიმატორებმა, შოუ გამართეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე ყოველკვარტალურად 100 ლარი გაიცემა. ეს მიზნობრივი ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურეობისა და ამბულატორიული კვლევების დაფინანსებით.
ჩვენ, მეგობრები ქრომოსომებს არ ვითვლით, ჩვენ, ერთად ვუმკლავდებით ყველა სირთულეს. წლევანდელი კამპანიის სლოგანია: „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.