- მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს სენაკში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გაიმართება ცენტრალურ მოედანზე.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
17:00-18:00 – საახალწლო მელოდიები.
18:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
18:00-21:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები.
18:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები.
18:30 – 19:30 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა.
19:30-21:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
21:00-21:15 – კოსტიუმირებული ორკესტრის მსვლელობა.
21:15-23:00 – საშობაო მელოდიები.
23:00-00:45 – ანსამბლი რუსთავი; ჯგუფი რეზო და ბავშვები.
00:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
წამყვანი თამუნა გომართელი.