- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში 62 პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 84 000 ლარი გამოიყო.
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა: გარე განათების სისტემა მოეწყო სორტაში, კოტიანეთსა და ზემო სორტაში.
სოფელ ძველი სენაკის მინი სპორტულ მოედანზე მოეწყო ხელოვნური საფარი. სოფელ საჩიქობავოში, ორ ხიდ-ბოგირზე – სათავისები, ასევე ამოიწმინდა სანიაღვრე არხი. სოფელ მეორე ნოსირში რეაბილიტირდა ცენტრალური სკვერი.