- სასწავლო პროცესი განახლდა ახლადრეაბილიტირებულ №1 ბაგა-ბაღში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახებს, სველ წერტილებს, გარე ფასადს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოიცვალა ფანჯრები, განხორცილედა საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობისა და სამზარეულო შენობის გადახურვის სამუშაოები.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სასწავლო პროცესი ჯანდაცვის მიერ დადგენილი რეგულაციების და სანიტარული ნორმების სრული დაცვით დაიწყო. მანამ კი, მუნიციპალიტეტის 27-ვე სააღმზრდელო დაწესებულებას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში, ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, დაიწყება 100 აღსაზრდელზე გათვლილი, №3 ბაგა-ბაღის მშენებლობის უანალოგო პროექტის განხორციელების პროცესი.