- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკელი მაყურებლის წინაშე, წარმოდგენილ იქნა გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია “ძუნწი”.
სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს, მერიის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლში მაღალოსტატურ კომიკურ ფერებში არის წარმოჩენილი სიძუნწის ბიწიერება, რომელიც ჭეშმარიტ გრძნობებთან ჭიდილში მარცხდება.
სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე.
გასტროლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.