- სენაკის №64.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე თეკლათში, გოლასკურსა და ზემო ჭალადიდში დროულად დაიწყო. სამივე უბანზე არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხდება.
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი: მამუკა ტუსკაძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი – „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.