- სენაკის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ არჩეულ იქნა ლევან უჩანეიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად: ზაზა ნაჭყებია და ელისო ცაგურია.
სხდომაზე ასევე არჩეული იქნა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები:
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ირაკლი კალანდარიშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი კალანდარიშვილი;
სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიგა წურწუმია;
ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი ხურცია;
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ინგა ქარდავა.
სხდომა, რეგისტრაციის გავლამდე, დატოვეს ფრაქციების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,სენაკის-საქართველოსთვის“ წევრებმა.