- ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი დასრულების ეტაპზეა.
სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამფითეატრი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე გახდება, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს.
პროექტის ღირებულება 48 223 ლარს შეადგენს.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის პროექტი.