- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიური ტემპით გრძელდება.
დასრულებულია ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, რომლის შედეგადაც აღმოიფხვრა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე ათწლეულების მანძილზე, მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურის სახით არსებული პრობლემა.
სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 493 353 ლარი შეადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.