- სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა.
სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი.
პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში – ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში, მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებს მოსახლოება თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი მერია განახორციელებს.
განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფლის ცენტრში – სკვერის მოწყობა;
ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღში – საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი;
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ თეკლათში – ტრენაჟორების მოწყობა;
სოფელ რეკაში – ცხაურის მოწყობა და საყანე ტერიტორიის შემოღობვა;
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ ისულაში – ორ ლოკაციაზე – ჭაბურღილის მოწყობა;
ცენტრალურ გზაზე – გარე განათების ქსელის მოწყობა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოსახლეობას გააცნო ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.