- სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 1 963 308 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
“აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების მანძილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული გზით ორი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.
პარალელურად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესი”.-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.