- სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს.
უწტების ცნობით, პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.