8 სენაკელი სტუდენტი დაფინანსდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, პირველად, მუნიციპალიტეტის მერიაში, სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სწავლის საფასურის 50% – 1125 ლარის ოდენობით.

ამ დროისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 8 სენაკელი სტუდენტი დაფინანსდა.

იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.

სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა სექტემბრის თვიდან განახლდება.

დაფინანსების მისაღებად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

განცხადება;

პირადობის მოწმობის ასლი;

სოციალურად დაუცველი სტუდენტების შემთხვევაში – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სტუდენტის სტატუსის შესახებ – წლიური გადასახადის მითითებით;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრის გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ;

იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – დევნილის მოწმობა;

წარჩინებული სტუდენტის შემთხვევაში- რეკომენდაციების, ასევე, დოკუმენტაცია – სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართულობისა და მიღებული სერთიფიკატების, ჯილდოების შესახებ;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

თანხის ნაწილის – 1125 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დაფინანსების მოპოვებისთვის განცხადების შემოტანის უფლება აქვს დაფინანსების მსურველ პირს ან მის წარმომადგენელს (წარმომადგენლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე).

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.