- სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში, კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2023“ გაიმართა.
საღამოზე მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პირველი, მეორე საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის და კერძო სკოლა ,,მარიოტას” კურსდამთავრებულებმა მიიღეს.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მათ მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვა.
საღამოს მეორე ნაწილი ცნობილი შემსრულებლების – აჩიკო ბერიძისა და არჩილ ცანკაშვილის კონცერტს დაეთმო.
,,ბოლო ზარი 2023″, DJ Cover-მა დაასრულა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში, კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2023“ გაიმართა.
საღამოზე მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პირველი, მეორე საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის და კერძო სკოლა ,,მარიოტას” კურსდამთავრებულებმა მიიღეს.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მათ მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვა.
საღამოს მეორე ნაწილი ცნობილი შემსრულებლების – აჩიკო ბერიძისა და არჩილ ცანკაშვილის კონცერტს დაეთმო.
,,ბოლო ზარი 2023″, DJ Cover-მა დაასრულა.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.